მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. მოსწავლეებმა გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია ჩააბარეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკაში მოსწავლეთა 90%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა, ბიოლოგიაში 95%-მა, გეოგრაფიაში 97%-მა, ხოლო ქიმიაში 96%-მა.
მეთერთმეტე კლასელებმა, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, შეუძლიათ მომავალ წელს ცადონ ბედი.