ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში “მაკდონალდსის” გახსნას გეგმავს. ჭყონიას თქმით, “მაკდონალდსის” სათაო ოფისიდან რესტორნის გახსნის ნებართა უკვე აქვს და ახლა სომხური მხარისგან თანხმობას ელის.
“დარწმუნებული ვარ რესტორანს გავხსნი. რაც შეეხება დროს, ეს სომხეთის მთავრობაზეა დამოკიდებული, რომელებთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.” – აცხადებს ჭყონია “სპუტნიკის” სომხურ რედაქციასთან საუბრისას.
ჭყინიას თქმით, “მაკდონალისდის ” ერთი საკვები ობიექტის გასახსნელად 1500 კვ/მ ფართობის ყიდვას გეგმავს. ბიზნესმენი ასევე განმარტავს, რომ სომხეთში 1000 ადგილობრივის დასაქმებას შეძლებს.
ინგლისური გამოცემა DFWATCH-ის ინფორმაციით, სომხეთი და საქართველო “მაკდონალდსიდან” ლიცენზიის ყიდვაზე დიდი ხნის განმავლობაში კონკურენტები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ქართულმა მხარემ მოახერხა ლიცენზიის მიღება და დღეს საქართველოში სწრაფი კვების ობიექტები რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ “მაკდონალდსის” გარდა თბილისში “ფასთფუდის” სხვა ქსელებიც მუშაობს: KFC, WENDY.