ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ევროპარლამენტი ამ მექანიზმს მალე დაამტკიცებს და ვიზალიბერალიზაციაც წარმატებით იქნება დამტკიცებული“

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის პირისპირ მოლაპარაკება. მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ანგელა მერკელის განცხადებით, ქართულ-გერმანულ ორმხრივ ურთიერთობებზე ილაპარაკეს.

“კარგია, რომ 2017 წელი ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადდა. 2018 წელს საქართელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი, როგორც სტუმარი ქვეყანა. გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებში, პროექტების ფარგლებში ნატოს შიგნით. ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს ეკონომიკურ რეფორმებს და საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციას,”- განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს ასოცირების შეთანხმების შესახებ იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. მერკელის განცხადებით, ეკონომიკური კავშირები გაიზარდა.

“გასულ კვირას ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის თემაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა წინაპირობა შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის. ახლა ველით, როდის გადაწყდება ეს საკითხი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო რეჟიმი. წინა კვირას ვისაუბრე, რომ ავამოქმედებთ ე.წ. შეჩერების მექანიზმს, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტულად საქართველოსკენ, არამედ ზოგადად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რათა უფრო სწრაფი რეაგირება მოხდეს პრობლემებზე. მაგალითად, თუკი იქნება ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი იმ ქვეყნიდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით სარგებლობს. გასულ წელს გვქონდა მსგავსი პრობლემა სერბეთთან დაკავშირებით და არ გვსურს, რომ ასეთი რამ კიდევ განმეორდეს. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი ამ მექანიზმს მალე დაამტკიცებს, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციაც წარმატებით იქნება დამტკიცებული”. – განაცხადა მერკელმა.

იტვირთბა....