ქმრისა და შვილის მკველობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მეხუთე მოწმეც მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის მეზობელია.
მოწმის თქმით, ერთხელ მაგდას დედამისთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც მაგდამ ”დედამისს პოლიცია გამოუძახა”.
მოწმის თქმით, მაგდა თავის დედამთილზე ამბობდა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალია.
”მაგდას დედამ, ლია შამუგიამ თქვა, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის ვილაპარაკე, თორემ მაგდას სასაფლაოსაც არ ვაღირსებო”- აღნიშნა მოწმემ.
მაგდა პაპიძემ მოწმეს მიმართა :
”შენით იტყვი თუ მე ვთქვა, შენი შვილი შენ და შენს დედამთილს, როგორი სიტყვებით მოგმართავდათ, როგორ გაგინებდათ”.
მოწმემ უპასუხა:
”შენ ხმას როგორ იღებ, შენ შვილის მკვლელო, შენ ამ ხელებით როგორ ჭამ. შენ კიდევ პრეტენზიები გაქვს? შენი სახით საქართველო მსახიობურ ადამიანს კარგავს”.
მოწმის ინფორმაციით, 2015 წლის 19 დეკემბერს, როდესაც სადარბაზოს დერეფანში სამართალდამცველებმა შუქი აანთეს, მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ოთახის კარიდან სადარბაზის ბოლომდე სისხლის კვალი იყო:
“როდესაც ხმაური გავიგე გარეთ გამოვედი და დავინახე დარეჯან მინდიკაური ომარის ცხედართან. ომარის თავი სულ სისხლიანი ჰქონდა. შევბრუნდი უკან სასწრაფოს გამოსაძახებლად. როცა უკან დავბრუნდი დარეჯანს უკვე თორნიკე ეჭირა ხელში, გამოვართვი და ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი, ყურები დავუზილე, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი უკვე ცივი იყო.მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. გვითხრეს ცხედრებს მოვშორებულიყავით. შევედით უკან სახლში. სადარბაზოს დერეფანში ბნელოდა. მერე როცა შუქი აინთო, დავინახე სისხლის კვალი. თითქოს გამოხოხიალებული იყო ვიღაც. კვალი ომარის და მაგდას სახლიდან იწყებოდა და სადარბაზოს გასასვლელამდე გრძელდებოდა. მერე როცა ოთახის კარი გააღეს, შევნიშნე ასევე მოთეთრო ლაქა. თითქოს რაღაც იყო მოწმენდილი ნაჩქარევად”, – განაცხადა მოწმემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მაგდა პაპიძის საქმე, სადაც ოჯახის ახლობლები მოწმის სახით იკითხებიან.