ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ექსკლუზივი: „ვნანობ, რომ ირმა ინაშვილის პარტიას ფული შევწირე“ – მანუჩარ მაჩაიძემ პარტია დატოვა

 

თბილისის საკრებულოს წევრმა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატიოტთა ალიანსი“ დატოვა. მაჩაიძის თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ნიკოლოზ რამიშვილის “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანება გახდა. ნიკოლოზ რამიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტის დიანა ჯოჯუას ქმარია და სწორედ აღნიშნული მიზეზით დაიწუნა მაჩაიძემ თანაპარტიელი.

“ჩემთვის ძალიან საჩოთირო საკითხი იყო შემდეგი: როგორც მოგეხსენებათ ასეთ დროს უთანხმოებები ხდება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა “ალიანსის” სიაში “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანის, ქალბატონი დიანა ჯოჯუას მეუღლის, ბატონ ნიკოლოზ რამიშვილის სიაში შეყვანას. მე ამას ვერ დავეთანხმე. მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან და მათ მეგობრებთან ერთ პარტიაში ვერ ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ამ საკითხს პარტიაში სხვაგვარად შეხედეს. აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა პარტია. მე მართალია, ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბატონი ნიკოლოზი არის მერაბიშვილის მეგობარი, არის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ახლო მეგობარი, – მე ასეთ ხალხთან (მიუხედავად იმისა, რომ პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ) პარტიაში ვერ ვიქნები. არ შემიძლია.” – აცხადებს მაჩაიძე „მეტრონომთან“ საუბარში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში მაჩაიძემ ყოფილ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“ 60 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის ყველაზე დიდი შემოწირულობა იყო იმ თვეში. დღეს მაჩაიძე ამ ფინანსურ შემოწირულობას უკვე ნანობს.

„როდესაც ეს თანხა გადავრიცხე, რამიშვილის გაწევრიანებაზე საუბარი არ ყოფილა. დღეს, რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ პარტიას ეს თანხა შევწირე. ეს რომ მცოდნოდა არ შევწირავდი, მაგრამ რაც მოხდა მოხდა.“ – ამბობს მაჩაიძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თანრხან მოურავმა ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე იცოდნენ. მაჩაიძე აცხადებს, რომ მისთვის პარტიის ბოლოდროინდელი საკადრო გადაწყვეტილებები მიუღებელი იყო. ის წინააღმდეგი იყო კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოსთან“ ერთად არჩევნებზე მონაწილეობაზეც.

„მათ სამი დღის წინ დავუწერე განცხადება წასვლის თაობაზე, თუმცა არავინ შემომხმიანებია. რაც შეეხება კუკავას, კოალიციის სუბიექტების შერჩევის ეტაპზე  განსხვავებული მოსაზრებები მქონდა. მე უფრო ეროვნული ძალები მინდოდა.“ – აცხადადებს მაჩაიძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილის ყოფილი თანაპარტიელის დღევანდელ განცადებას სოციალურ ქსეში ეხმაურება და მაჩაიძის გადაწყვეტილებას უზნეოს უწოდებს. ინაშვილის თქმით, მაჩაიძის დღევანდელი განცხადბის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ის საპარლამენტო სიის ხუთეულში ვერ მოხვდა.

ვწუხვარ, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. ბატონი მანუჩარ მაჩაიძის დღევანდელი განცხადება, უბრალოდ, უზნეობაა. მანუჩარ მაჩაიძემ ჩვენი პარტია დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვუთხარით საპარლამენტო სიის ხუთეულზე. მოგეხსენებათ, ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ 1 წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში ის ამჯერად არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ანუ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარიმერაბიშვილის მეგობრებზე“, უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული. ამ ეტაპზე მკაფიოდ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ნიკა რამიშვილი არანაირ სიაში არ არის. ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და, შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება 8 ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება. სახეს თუ შევინარჩუნებთ, მხოლოდ წაადგება ადამიანურ ურთიერთობებსაც და ქვეყანასაც. სხვა კომენტარს არ თემაზე ამ გავაკეთებ.

P.S. ნიკა რამიშვილი არც ვანო მერაბიშვილის მეგობარია დანაციონალური მოძრაობისწევრი“,  – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....