ახალი ამბები მთავარი სამართალი

კოსტავას გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსთან, კოსტავას გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. – ინფორმაციას  PrimeTimeNews-ის კორესპონდენტი ადგილიდან ავრცელებს.

მამაკაცი უგონო მდგომაროებაში მყოფი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფში გადაიყვანა. პოლიციელების განცხადებით, იგი ჯერჯერობით ცოცხალია.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი თავიდან მეტყველებდა და ამბობდა, რომ სასწრაფო დახმარება არ უნდოდა. თუმცა, შემდეგ გონება დაკარგა.

როგორც შსს-მ „მეტრონომს“ განუცხადა, მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....