ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზში, EURO 2016-ის მიმდინარეობისას ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი

პარიზში, EURO 2016-ის მიმდინარეობის პარალელურად,  ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი – ინფორმაციას  REUTERS, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ტერაქტების საფრთხე მაინც დიდია,” – განაცხადა ვალსმა.

ამ კვირას, პარიზში პოლიციელი საკუთარმა მეუღლემ მოკლა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით,  “ისლამური სახელმწიფოსთვის” ერთგულება ჰქონდა შეფიცული.

როგორც ცნობილია, ტერაქტების შესახებ განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიციელის მკვლელობის შემდეგ გააკეთა.

 

იტვირთბა....