ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

NATO აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერებას იწყებს

NATO-ს გადაწყვეტილებით,  აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერება დაიწყება.

ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმდნენ, რომ 2017 წლიდან ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი, 800-1000 სამხედროსგან შემდგარი მრავალეროვნული ბატალიონი განლაგდება.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღიშნული გადაწყვეტილებით ჩანს, რომ თუ NATO-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა განხორციელდება, რეაგირებას მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთობლივად მოახდენს.

იტვირთბა....