ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

200 მედიკამენტიდან 78-ზე ფასები კიდევ გაიზარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციის“ ინფორმაციით, უკანასკნელი კვლევის მიხედვით ინდექსი 17,43%-ით გაიზარდა და 13 პუნქტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. 200 დასახელების მედიკამენტიდან, რაც წარმოადგენს დაკვირვების ობიექტს, 78 მათგანზე ფასები გაზრდილია, ხოლო 6-ზე უმნიშვნელოდ შემცირებული, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ ზრდა განაპირობა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ფასების ზრდა რამდენიმე საკითხმა განაპირობა: პირველ რიგში ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების მიერ მოგების მაქსიმიზაციისკენ მიმართულ სტრატეგიასთან, რაც როგორც წესი, სხვადასხვა მარკეტინგული აქციებით, ან ფასების ზრდით მიიღწევა. აფთიაქებმა, როგორც ჩანს ამ უკანასკნელ ხერხს მიმართეს და მას შემდეგ, რაც 6 თვის განმავლობაში ძირითადად კლება  შეინიშნებოდა, კვლავ გაზარდეს ფასები, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ფასებით საკმაოდ მოხერხებულად მანიპულირებენ.

„აფბას“ ცნობით, ბაზარზე ახალი  მოთამაშის  „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენამ თავდაპირველად ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითი ეფექტი მოახდინა.  კომპანიების ხელმძღვანელობამ ერთობლივად განაცხადეს, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მათთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი იყო. ვინაიდან „ჰუმანითი ჯორჯიამ“ გენერიული დასახელების მედიკამენტები მომხმარებლებს მინიმუმ 30%-ით გაიაფებული შესთავაზა, უკვე არსებულმა კომპანიებმა საპასუხოდ მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამის აქტიურ „პიარ“ კამპანიასაც ეწეოდნენ და რაც დაადასტურა კიდეც „ფანასკერტელის ინდექსმა“, მაგრამ დაახლოებით 5 თვის გასვლის შემდეგ, როდესაც „ჰუმანითი ჯორჯიას“ ეფექტი გაქრა, კომპანიებმაც არ დააყოვნეს და მედიკამენტებზე ფასები ისევ გაზარდეს.

 

იტვირთბა....