ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მიმდინარებს, სადაც მოწმეები, კერძოდ, ოჯახის ახლობლები და მეზობლები იკითხებიან.
რიგით მეორე მოწმემ, მაგდა პაპიძის მეზობელმა განაცხადა, რომ მაგდას პირადად მასთან მოსვლია კონფლიქტი და მაგდამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
მოწმეს კითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმაც.
მაგდამ მას კითხვით მიმართა, ადასტურებდა თუ არა, რომ მკვლელობის ღამეს მაგდა მას მიმართავდა: ” შეამოწმე, მოდის თუ არა სასწრაფო, მომეხმარეთ, რომ ბავშვი ლანცეტში /კლინიკა/ წავიყვანოთ”.
აღნიშნული ფაქტი მოწმემ დაადასტურა.
მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც მკვლელობის ღამეს გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ მაგდა მანქანაში იჯდა და მიდიოდა. როდესაც დაბლა ჩავიდა, მას იქ მაგდა და მანქანა აღარ დახვდა, შემდეგ დაინახა, რომ მალევე უკან მოვიდა.
ნაფიცი მსაჯულები დაინტერესდნენ, როცა ოჯახი შექმნეს მაგდამ და ომარიმ, უყვარდა თუ არა მაგდას ომარი, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ უყვარდა, მაგრამ ომარის უფრო მეტად უყვარდა მაგდა.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. პაპიძე ბრალს უარყოფს.