პოლიტიკოსი გია მაისაშვილი ადამიანებს გამხნევებისთვის მადლობას უხდის. მაისაშვილის თქმით, მსგავსი თანადგომა განსაცდელს გადაატანინებს.
“გთხოვთ გამიგოთ რომ ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით. ეს სიცოცხლე ღირებულა თქვენი უზომო სიყვარულისთვის. როგორც კი ფეხზე დავდგები განახებთ როგორ უნდა ამ დიდი სიყვარულის უკან დაბრუნება. როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანას უჭირდეს მაშინ, როცა ამხელა სიყვარულის და სიკეთის პოტენციაა. ჩვენ ამ პოტენციას რეალობად ვაქცევთ. მადლობა სიყვარულისთვის. ასმაგად გიბრუნებთ უკან. სადაც სიყვარულია იქ სიძნელეები გამორიცხულია. თუნდაც უბრალო ურთიერთობას დააკვირდით თუ ეს გენიალური ფორმულა არ მუშაობდეს”. – წერს გია მაისაშვილი.
შეგახსენებთ, გია მაისაშვილს ცოტა წინ სიმსივნე დაუდგინეს.