ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის

ევროპის ჩემპიონატზე “ევრო 2016” იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის. საფეხბურთო გუნდის სპორტული ტანისამოსი აჭარაშია შეკერილი.

კომპანია “აჭარა ტექსტილში” “მეტრონომს” განუცხადეს, რომ იტალიის ნაკრები დიდი ხანია რაც საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს.

შეგახსენებთ, საქართველოში დამზადებული სპორტული ტანისამოსით 33 გუნდი მარაგდება წარწერით Made in Georgia.

“აჭარა ტექსტილის” ქარხანა 2008 წელს გაიხსნა, ადგილზე 3000-მდე ადამიანია დასაქმებული.

იტვირთბა....