ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეიარაღებული თავდასხმა: მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა

მსხვერპლით დასრულდა შეიარაღებული თავდასხმა ტეხასის შტატში. ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ამარილიოს სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოტივი უცნობია.

პოლიციის ხელმძღვანელობამ მაღაზიიდან ხალხის გაყვანა გადაწყვიტა და როდესაც სამართალდამცველები შენობაში შევიდნენ, ეჭვმიტანილი ერთ-ერთ მძევალთან ერთად აღმოაჩინეს.

მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება. პოლიცია ამ დროისთვის ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.

იტვირთბა....