ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ჟენევის ფორმატში დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე ისაუბრებენ

დღეს ჟენევაში მოლაპარაკებები განახლდება. ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებებზე იმსჯელებენ ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.

ეს პრობლემები მხარეებმა თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის დელეგაციასთან გუშინ, ორმხრივ შეხვედრებზეც განიხილეს.

მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელსაც დღეს, სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დააყენებენ.

”ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით კი გალის რაიონში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ მოსწავლეებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“. – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნებაც. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით გალის რაიონში.

იტვირთბა....