ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.

იტვირთბა....