ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ოსურმა მხარემ ქართველი მამა-შვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოსმა ძალოვნებმა ზაუტაშვილები ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ორივე მათგანი 11 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა სამხედროებმა.

 

იტვირთბა....