ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების – “Air China”, “Hainan Airlines”, “China Southern Airlines” და “China Eastern Airlines” წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ “China Southern Airlines” ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს. მათივე ინფორმაციით 2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარულად იფრენს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

იტვირთბა....