ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლო პროცესიდან: მაგდა პაპიძის პროცესის დაწყებამდე “მეტრონომი” ადვოკატს ესაუბრა

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რამდენიმე წუთში დაიწყება.

როგორც “მეტრონომთან” საუბრისას მაგდა პაპიძის ადვოკატმა აღნიშნა, დღეს ბრალდების მხარე მოწმის სახით დაკითხავს მაგდა პაპიძისა და მოკლული ომარ ქაფიაშვილის მეგობრებსა და მეზობლებს. ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ვერ დაამტკიცებს მაგდა პაპიძის ბრალეულობას.

ფხალაძის თქმით, მოწმეებს კითხვებს დაცვის მხარეც დაუსვამს. პროკურორმა დავით ნეფარიძემ კი “მეტრონომს” კითხვაზე, რამდენად მართებული იყო მისი მხრიდან დახურული სხდომიდან, სადაც მაგდა პაპიძის მეგობარ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს კითხავდნენ, გარკვეული დეტალების მისი მხრიდან გასაჯაროება, უპასუხა, რომ მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, მან მხოლოდ შეჯამება გააკეთა, რაც სავსებით დაშვებული ქმედებაა.

შეგახსენებთ, მოწმის სახით უკვე დაკითხეს ოთარ ბერძენიშვილი და მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური.

იტვირთბა....