მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესზე სისხლიანი ნივთმტკიცებები წარმოადგინეს. დღესაც “მეტრონომის” კორესპონდენტი სასამართლო პროცესზე იმყოფება და გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესისა, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას იქ განვითარებულ მოვლენებზე.
ბოლო ინფორმაციით, პროცესზე აღინიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელი ავტომანქანაში პოლიეთილენის პარკში ჩალაგებული აღმოაჩინეს, ცხედარს კი ფეხსაცმელები არ ეცვა. პაპიძის მიერ ურნაში გადაყრილ სისხლიან ნივთებს შორის აღმოჩნდა მეუღლისა და შვილის ტანსაცმელი, რომელიც პროკურორის განცხადებით, სისხლიანი იატაკის მოსაწმენდად იყო გამოყენებული.
როგორც პროკურორი ამტკიცებს, ნაგავში გადაყრილი იყო დივნიდან აჭრილი სისხლიანი ნაჭრები, ასევე დივნის სათავსოში ჭურჭლის მოსათავსებელი სისხლიანი ყუთები. ნაჩვენები იყო ოთახის ჩუსტები, რომელიც თორნიკე ქაფიაშვილს ეცვა. პროკურატურამ ნივთები დარეჯან მინდიკაურს აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისთვის ყველა ეს ნივთი ნაცნობი იყო.
პროცესზე დაიკითხა დარეჯან მინდიკაური, რომელმაც მისი შვილისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებენ.