ფოთში საპროტესტო აქციაზე გადამზიდავ კომპანიებში დასაქმებულებმა ფოთის პორტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი იმ ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად ფოთის პორტი, შემოსულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან.
საუბარია დაახლოებით 15-მდე ტერმინალზე და ამდენივე გადამზიდავ კომპანიაზე. 4 ათასამდე ადამიანი დახმარებას მთავრობას სთხოვს.
“5000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთაც ალტერნატივა არ გააჩნიათ შემდგომში სად დასაქმდნენ. ეს მთელი საქართველო პრობლემაა და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ადამიანები უმუშევრები დარჩნენ.”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლავრენტი ალანიამ.