ახალი ამბები მთავარი სამართალი

„როგორ დავირქვა თვითმკვლელის სახელი“: მორიგი დაპირისპირება მაგდა პაპიძის პროცესზე

მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე, მოწმე დარეჯან მინდიკაურსა და ბრალდებულ მაგდა პაპიძეს შორის მორიგი შელაპარაკება მოხდა:

„დედაშვილობა მარტო საჭმლის კეთება და სხვა რაღაცების ყიდვა არ არის. თორნიკეს სითბო აკლდა, შენ რომ აუკივლდებოდი და კიოდი, ბავშვი იყო დაფეთებული. ამბობდი, ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო. დისტანციაზე როცა ვლაპარაკობ, გაიხსენე, როდესაც მშობიარობდი, ჩემთვის არ დაგიძახია შენგან 11 მეტრში რომ ვიყავი და შენს დას დაუძეხე მეორე სართულზე. თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი“, – განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

მისივე თქმით, ომარ ქაფიაშვილი მაგდა პაპიძისგან ხშირად შეურაცხყოფებს ითმენდა.

„დიდ შეურაცხყოფას ითმენდა ჩემი შვილი. ძმაკაცებში რომ იჯდა გარეთ, როდესაც მიუვარდებოდი წივილ-კივილით, ჩუმად ადგებოდა და მოგყვებოდა, იმიტომ რომ უყვარდი. შენ რაც შემოხვედი ჩემ ოჯახში, ერთი წლის თავზე, ჩემი ოჯახიდან სულ შენი წივილი და კივილი ისმოდა. გაიკითხოს ყველამ, ჩემი ოჯახიდან არასდროს ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ, შენს შემოსვლამდე“, – განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.

 

დაკითხვის ბოლოს მაგდა პაპიძემ დედამთილს სასამართლო დარბაზში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და მის მიერ დასმული კითხვა – „ესიზმრება თუ არა თორნიკე მაინც“, გაახსენა:

„თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა. ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ. ამაზე დარეჯან მინდიკაურმა უპასუხა:

„მამაო დადის ყოველდღე? აღსარება ჩააბარე? შენ რა უფლება გაქვს შავები გეცვას? მთელი ცხოვრება ასეთი მსახიობი იყავი. 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაინტერესებს. მაგდა, ცხოვრებაში ფიქრობ, რომ ამაზე მეტად ვინმეს შეუყვარდებოდი, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი?“

საპასუხოდ მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ ის სიყვარულისთვის არ იბრძვის:

„როგორ დავირქვა თვითმკვლელის სახელი. მე არაფერი ჩამიდენია. ამ ხელზე ომარის სისხლი მქონდა და სულ ვკოცნი, მე არაფერი ჩამიდენია“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

იტვირთბა....