ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

კობა გვენეტაძე: „გვინდა, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი ლარის სესხები ქვეყანაში”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  საბანკო სექტორის წარმომადგელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომერციული ბანკებისგან მეტი ინფორმაციის გაცემას ელის:

”მე მჭირდებოდა გარკვეული დრო, რათა გავცნობოდი სიტუაციას, მაგრამ, ამავე დროს, მინდა რომ დავამყარო მჭიდრო კავშირი, ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან. მთლიანად გუნდს გვინდა უფრო კარგად გავიგოთ, რა აწუხებთ, რა შემოთავაზებები აქვთ. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა.

გვინდა, რომ კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებსა და სესხის აღების მსურველებს“ – განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი ლარიზაციას უკავშირდებოდა:

”საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს შევამციროთ, რათა მომავალში იმ შემთხვევაში თუ უარყოფითი შოკები იქნა, ისეთი მტკივნეული არ იყოს ამის გადატანა მოსახლოებისთვის, როგორიც გასულ წელს იყო. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი ლარის სესხები ქვეყანაში”, – განაცხადა გვენეტაძემ.

იტვირთბა....