aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ივანიშვილი ფიროსმანის “შველს” ხელოვნების მუზეუმს გადასცემს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი,  სოტბის აუქციონზე მის მიერ შეძენილ ფიროსმანის “შველს” ხელოვნების მუზეუმს გადასცემს. ამის შესახებ თავად ივანიშვილმა გაანაცხადა:

„პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფოროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში” – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში, “სოტბის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. “სოტბის” აუქციონზე ტილო დღეს 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი. ლონდონის “სოტბის” აუქციონზე კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა. მისი მფლობელის ინფორმაცია უცნობია.

იტვირთბა....