aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ოთარ კახიძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ  “ესაა სიგნალი ხელისულფებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველანაირი ზომა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი”.

 

„საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პირველია, როდესაც ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმარი გვყავს. ესაა ევროკონვენციის ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი. სულ ამგვარი საქმე ექვსია და ვანო მერაბიშვილი მე-3 პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. პრაქტიკულად ვანო მერაბიშვილის პირველი თავისულფების შეზღუდვა სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ემსახურებოდა არა ევროკონვენციის მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს და სასამართლო ამაში საბოლოოდ დაარწმუნა იმან, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით გამოუძიებელი დარჩა.

 

ესაა სიგნალი ხელისულფებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველანაირი ზომა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი.

მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ გასულ თვეს, როდესაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოვიდა მე-18 მუხლის დარღვევა, დილით გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას შუადღეს მოჰყვა პრეზიდენტის რეაქცია და პატიმარი ჯახაროვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, იზრუნოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯზე, საქარველოს კონსტიტუციაზე, კონსტიტუციურ უფლებებზე და ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლონ. მისი პატიმრობის ყოველი საათი  საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნას ნიშნავს. ეს დაადგინა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ესაა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება.“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ 2013 წელის 25 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 5§3 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზე ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გამოიწვია.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს სასამართლოს დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვეში უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო და 8 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია, ასევე დაფაროს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მოსარჩელე მხარის საქმეს უკავშირდება.

იტვირთბა....