ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 33%-ით, საერთო შემოსავლები 30%-ით შემცირდა

რა მდგომარეობაა ქვეყნის სარეკლამო ბაზარზე? – არასამთავრობო ორგანიზაციები 2015 წლის მონაცემებს აქვეყნებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები რეიტინგის დამდგენი კომპანიების მუშაობაზეც საუბრობენ  და აცხადებენ, რომ რეგულაციის მექანიზმი არ არსებობს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრი, ნინო თოფურიძე რეკლამის შემცირების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გარდა, ის რეგულაციები გახდა, რომელმაც სარეკლამო დრო განსაზღვრა.

„სარეკლამო შემოსავლები შემცირებულია 33%-ით, ხოლო საერთო შემოსავლები 30%-ით, იგულისხმება დოლარში თანხა. ამის განმაპირობებელი რამდენიმე მიზეზი არსებობს, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც არსებობდა რეგიონში და საქართველოში, ასევე ის რეგულაციები, რომელიც მიიღო პარლამენტმა და რაც გულისხმობს იმას, რომ შეიზღუდა სარეკლამო დრო და განისაზღვრა ყოველ საათში 12 წუთით,“ – განაცხადა ნინო თოფურიძემ.

 

იტვირთბა....