aviabiletebi
ახალი ამბები

“უნამუსო ხარ, მკვლელი ხარ მაგდა პაპიძე”: რა მოხდა რძალ-დედამთილს შორის პროცესზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. გრძელდება მოწმის, კერძოდ კი, მაგდა პაპიძის დედამთილის, დარეჯან მინდიკაურის დაკითხვა.

პროცესის დროს დედამთილსა და რძალს, ბრალდებულ მაგდა პაპიძეს შორის შელაპარაკება მოხდა:

“ვითხოვ მკვლელი, რომელმაც თავისი 5 წლის შვილი თავისი ხელით მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგსიზმრებია შენი შვილი, არ გიფიქრია, რა გააკეთე მაგდა პაპიძე. სამუდამოს მოვითხოვ”- ასე უპასუხა დარეჯან მინდიკაურმა პროკურორის შეკითხვას, თუ რას მოითხოვდა ბრალდებულის მიმართ.

“რა დაინახე, რომ ჩემი ხელით გავგუდე?” – მიმართა პაპიძემ მინდიკაურს.

“უნამუსო ხარ, მკვლელი ხარ მაგდა პაპიძე” – განაცხადა მოწმემ.

მინდიკაურის  ჩვენებით, მისი შვილის და შვილიშვილის ცხედრების გადმოსვენებამდე ოთახიდან დივანი და სხვა ნივთები მეზობლებმა გაიტანეს. პანაშვიდების პერიოდში დივნის ადგილას, კედელზე, შპალერზე სისხლის კვალი იყო.

“ვინც მოდიოდა ყველა ნახულობდა. დივანი როდესაც უკან მოიტანეს მეზობლებმა და სხვა ნივთები, 3 თებერვალს სტუმრები მყავდა და ვიცოდი, მაგდა დივნის სათავსოში ჭურჭელს ინახავდა და დამჭირდა ჭიქები. ჩემს შვილს ავახდევინე, ვნახეთ, რომ სისხლი იყო ჩამოწვეთებული და ჭიქებიც და ჩაიდანიც დასვრილი იყო. გარედან დივანს სისხლის კვალი არ ეტყობოდა,” – განაცხადა მინდიკაურმა და აღნიშნა, რომ გამომძიებლებს შეატყობინა აღნიშნული ფაქტი.

მისივე ჩვენებით, მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ოთახის დალაგების დროს წიგნები მის ოთახში გაიტანა, რა დროსაც ჩანაწერების რვეული გადმოვარდა.

„მაგდას ნაწერი ვიცანი. ეწერა – ურო, პარკები“, – განაცხადა მინდიკაურმა, რომელმაც მაგდა პაპიძის ორსულობაზეც ისაუბრა.

„2-3 წლის წინ მითხრა, ტყუპებზე ორსულად ვარ და უნდა მოვიშოროო. ბავშვი დამიტოვა. წავიდა ექიმთან. სახლში რომ მოვიდა და ომარმა გაიგო, უკმაყოფილო იყო ჩემი შვილი აბორტის გაკეთების ფაქტით და შელაპარაკებაც მოუვიდათ. ომარის მეორე ბავშვი უნდოდა. მაგდა არწმუნებდა, რომ მისთვის არ შეიძლებოდა. მაგდას ორსულობის და ბავშვის გაჩენის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა“, – განაცხადა მინდიკაურმა.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმარ-შვილის მკვლელობა ბრალდება.

 

იტვირთბა....