aviabiletebi
საზოგადოება

სოფო ნიჟარაძე თავდამსხმელზე: „თქვა, რომ მე მას ვუყურებდი და ვეჩხუბებოდი ეკრანიდან“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფო ნიჟარაძე პირველად „პრაიმტაიმთან“ საუბრობს წინა ორშაბათს „იქს ფაქტორის“ სცენაზე მომხდარ ინციდენტზე:

 

– სოფო, თუ გქონდათ შეხება მანდე ამ ადამიანთან და თუ გაქვთ ინფორმაცია რა მიზანი ამოძრავებდა თავდამსხმელს?

 

– ეს ადამიანი იმ დღეს პირველად ვნახე. მოულოდნელად დამესხა თავს. ზუსტად ამ ადგილას ვიდექით ახლა სადაც ვდგავართ. დათუნას ველაპარაკებოდი, სახე მოჰქონდა მარჯვნივ და ჩემთვის აბსოლიტურად წამოუდგენლად, მოწმენდილ ცაზე რაღაც მომხვდა თავში. იმ წამს ვიფიქრე, რომ განათების რაღაც ნაწილი ჩამოვარდა და დამეცა თავში. რომ მივიხედე, დავინახე ადამიანი, რომელიც კიდევ იწევდა ჩემზე, მაგრამ დაცვას ჰყავდა უკვე გაკავებული. მსუბუქი ტვინის შერყევა მივიღე, სამი დღეს წოლითი რეჟიმი მქონდა. რომ ავდექი წავედი პოლიციაში, მანამდე სამართალდამცავებიც იყვნენ ჩემთან სახლში.

 

– რას ამბობს გამოძიება, რა ჩვენება მისცა თავდამსხმელმა?

 

– ამ კითვხით მეც მივმართე პოლიციას. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ერთხელ უკვე იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ძალიან შევწუხდი ამ ფაქტის გამო, მართლა გულით განვიცადე.

 

– მაინცდამაიც თქვენ რატომ ამოგიჩემათ, ეს არ უთქვამს გამოძიებისთვის თავდამსხმელს?

 

–  როგორც ჩვენებაში აქვს დაფიქსირებული, ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა, რომ მე მას ვუყურებდი ტელევიზიიდან და ვეჩხუბებოდი ეკრანიდან. აბსოლიტურად არაადექვატური ჩვენება მისცა გამოძიებას. ის ახლა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება და მართალი გითხრათ, მეცოდება კიდეც. ის რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა და რომელიც ასე უმიზეზოდ დამესხა თავს, სხვა შეფასებას გავაკეთებდი ნამდვილად. ხდება ასეთი რამ სამწუხაროდ და ამ შემთხვევაში მე ვიყავი ამოჩემებული მსხვერპლი.

 

– ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი თქვენგან უარყოფილი თაყვანიმცემელი იყო…

 

– არა, არა, ნამდვილად პირველად ვნახე, თუმცა ის ამტკიცებს საპირისპიროს, რომ დიდი ხნის ურთიერთობა აქვს ჩემთან.

იხილეთ სრულად

იტვირთბა....