ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს.

„გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე, არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“.-განაცადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ვიცე-პრემიერის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.

იტვირთბა....