aviabiletebi
საზოგადოება

თიკა ჯამბურია: „თქვენი დიდი დახმარებით ოჯახი დამენგრა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ჟურნალისტებს მიმართავს, მის პირად ცხოვრებაში „უშნოდ“ არ „იქექონ“:

„თხოვნა-განცხადეება

 

ამ ყველაფერს არ დავწერდი უკვე მარაზმში და არა ადამიანურ მოპყრობაში რომ არ გადასულიყო… მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს, დიდი თხოვნით და განსაკუთრებით პრაიმ ტაიმის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე 5 წელია ჩემ ცხოვრებაში უშნოდ იქექებით…

 

გავიხსენებ 5 წლის წინ მომხდარ ფაქტს როდესაც თქვენი დიდი ჩარევით და დახმარებით ოჯახი დამენგრა … ეს არ იკმარეთ და მას შემდეგ ყველა ჩემ მეგობართან გადაღებულ ფოტოებზე წერთ რომ ჩემი მეორე ნახევარიაა…

 

უკვე მარაზმში იზრდება ეს ყველაფერი.არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია არც ერთ ჟურნალისტთან არ მიუზრდელია და მიუხეშია პირიქით ყველასთან გულწრფელი და მაქსიმალურად კარგი განწყობით ვიყავი…. მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს უკცე მეტის მეტია! არ ღირს ადამიანებო 20 ლარიანი ბონუსის გამო ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოთ, მე ოჯახი მყავს რომელსაც ვუფრთხილდები, მყავს მამაა რომელიც განიცდის ამ ყოველივეს, მყავს დედა რომელიც უსაზღვროდ ნერვიულობს ჟურნალისტების ასეთ დიდ ჩარევას ჩემს პირად ცხოვრებაში …მყავს შვილი გოგოოოო და არ მინდა ესე. საქვეყნოდ აფრიალებდნენ ნინას დედის ცხოვრებას.

 

გთხოვთ დამანებეთ თავი და შემეშვით გემუდარებით !

 

პ.ს

 

ნინო მჭედლიშვილს პრაიმ ტაიმის ჟურნალისტს ყველასნთანდასწრებით ვუკრძალავ ჩემზე ერთი სიტყვის დაწერასაც კი …. და ვაღიარებ ყველაზე მდაბიო ჟურნალისტად რომელიც ადამიანების ნერვიულობით იწყობს კარიერას … დიდი მადლობა ნახვამდის. თიკა ჯამბურია”-წერს მომღერალი.

 

თიკა ჯამბურიას ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება, სადაც თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში კალათბურთელ გიორგი ბრაგვაძესთან ერთად გადაღებული რომანტიკული სურათების შესახებ  ინტერვიუში დაადასტურა, რომ გიორგი მისი შეყვარებულია.

მოგვიანებით  “პრაიმტაიმმა” გიორგის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც კალათბურთელი ამბობდა, რომ თიკას უყვარდა და სინამდვილეში შეყვარებულებულები არ ყოფილან.

 

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალე “პრაიმტაიმის” ჟურნალისტს თიკამ მასალის წაშლა მოსთხოვა.

 

გიორგიმ და მომღერალმა ჟურნალისტს შემდეგი შინაარსისს მესიჯები მისწერეს:

 

გიორგი:

“მაგარ მასალებს წერ! მე და თიკას გვიყვარს ერთმანეთი, ამის თქმა არ მინდოდა. კარგი ქენი როგორც დაწერე, იქნებ ამის მერე მაინც დაგვანებოთ თავი ყველამ. არ მეგონა ჩემს ნაბაზრ სისულელებს თუ მართლა დაწერდი”.

 

თიკა: “წაშალეთ ეგ ნიუსი, სანამ საშინელი რამ არ მოჰყოლია ან რედაქტორის ნომერი მომეცით”.

იტვირთბა....