ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მკვლელობა პარიზის მახლობლად – პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

პარიზის მახლობლად მანანვილში   42  წლის პოლიციის ოფიცერი მოკლეს. The Guardian-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი “ისლამური სახელმწიფოს” სახელით მოქმედებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა პოლიციელის ცოლიც, რომელიც 3 წლის შვილის გადარჩენას ცდილობდა.

Le Monde ფრანგ  სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ თავმდამსხმელი 25 წლის  ლაროსი აბალაა. აღსანიშნავია, რომ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია აბალას შესაძლო კავშირზე  ISIS-თან და მის დაკავებასაც გეგმავდა.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდამა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მკვლელობაზე პასუხისმგების აღების შესახებ, ინფორმაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სააგენტომ გაავრცელა.

იტვირთბა....