მსოფლიო

Facebook-მა შემთხვევით ფილიპინებს ომის დაწყება აუწყა

Facebook-მა შემთხვევით ფილიპინებს ომის დაწყება აუწყა. მიზეზი ქვეყნის დროშა გახდა, რომელიც სოციალურმა ქსელმა ფილიპინებინების დამოუკიდებლობის 117-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დადო ტექსტით “გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”.

 

თუმცა, Facebook-მა  დროშა შეცდომით უკუღმა დადო – ლურჯის ნაცვლად ზემოთ წითელი ფერით. ფილიპინები დროშას ფერების ასეთი მიმდევრობით მხოლოდ ომის შემთხვევაში იყენებს.

 

Facebook-მა  შეცდომა მას შემდეგ გამოასწორა, რაც მომხმარებლებმა დაწერეს, რომ “არ იცოდნენ, თუ ქვეყანაში ომი დაიწყო”.

 

Facebook-ის წარმომადგენელმა ფილიპინებს ბოდიში მოუხადა.

 

“შეცდომა შემთხვევით მოგვივიდა, ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ფილიპინელ მომხმარებლებზე და გვინდოდა, რომ მათთვის დამოუკიდებლობის დღე მიგველოცა, თუმცა შეცდომა მოგვივიდა”, – განაცხადა სოციალური ქსელის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....