ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკე-საბურთალოს დღეს ელექტროენერგია შეუწყდება

ვაკე-საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს:

 

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო, 11 საათიდან 15 საათამდე – ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, მანჯგალაძის, წიკლაურის, ლიკანის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში კი, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....