როგორც “ბიზნესკონტაქტს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, აშშ–ის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სამომავლო პროექტების დასაგეგმად ადგილზე სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლიან.
“ამის შემდეგ, ივლისში, ინდოელების დიდ ჯგუფს ველოდებით და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ ამერიკულ და ერთ ევროპულ ფილმზე განაცხადებია შემოტანილი. ამ ფილმების გადაღებები სექტემბერში დაიწყება. ამ ეტაპზე კი ინდოელებმა ჩვენი პროექტის ფარგლებში გადაღებები უკვე დაიწყეს, რომელიც 65 დღე გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 3.5 მილიონი დოლარია”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ “ინდოელები გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ“.
მისივე ინფორმაციით, წელს ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ ხუთამდე უცხოურ ფილმს გადაიღებენ.
შეგახსენებთ, კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამას მეწარმეობის განვითარების სააგენტო კურირებს. პროგრამის მიხედვით, კომპანიებსა და პროდუსერებს საქართველოში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე აუნაზღაურება. ამ საგადასახადო შეღავათს მხოლოდ ის პროექტები მიიღებენ, რომელთა ბიუჯეტი მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარია.