ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის ამზადებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრის სავარძელს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.
გრიგოლიას ინფორმაციის სიზუსტეზე მეტყველებს ისიც, რომ ქუმსიშვილი დღეს პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნეს.
გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” სიაში პირველი ნომერი იქნება და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ის იქნება დავით უსუფაშვილის შემცვლელი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 8 ივნისს, წინასააარჩევნიო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.