ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია გეწაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა – რას წერს ის „ფეისბუქზე“

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, გია გეწაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, – საქართველოს პრეზიდენტმა N129 ბრძანებულება ამის შესახებ 31 მაისს გამოსცა.

პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ გია გეწაძეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა.

გეწაძეს უფლება აქვს, პრეზიდენტის ბრძანებულება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს.

48 წლის გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2015 წლის 14 იანვარს დაინიშნა. მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. გია გეწაძე „ილიაუნის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა.

გეწაძე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ზესტაფონი, სამტრედია, გლდანი, ნახალოვკა. ისიამოვნეთ. მერე არ მომწეროთ ხოლმე ტ…კი მტკივა, გული მტკივა, ვალი მაქვს … ბიძომ გადაგიხადოთ და მოგიაროთ.“

1

 

იტვირთბა....