ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.

აქამდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ.

 

იტვირთბა....