aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების საკითხს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

13-14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებერგმა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების საკითხს. უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გასაზრდელად” , – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა ხვალ იწყება.

იტვირთბა....