ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით“: ქიბარ ხალვაში ინგა გრიგოლიას მიმართავს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას იმ პოსტს ეხმაურება, სადაც გრიგოლია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო სოლიდარობას უცხადებს.

“ქალბატონო ინგა არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით, მახვილით და ტერორით, როგორც ეს მიშამ გააკეთა ჩვენს თუ სხვა შემთხვევებში. როცა ათასობით თქვენზე არანაკლები პროფესიონალი ადამიანი დატოვეს უმუშევარი. გაცილებით მეტის მოთმენა შეგვიძლია ვიდრე ცნობილ მანიაკს, რომლის ქონებრივი უფლების დაცვაშიც უნებურად (იმედს ვიტოვებ) იღებთ მონაწილეობას”.- წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....