ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მებაჟე ოფიცრებმა 178 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს

178 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ბათუმში. ნარკოტიკი სატვირთო ავტომობილში სპეციალურ სამალავში 356 ბრიკეტად იყო დაფასოებული.

ტვირთი მოძრაობდა ირანიდან და აზებაიჯანის, საქართველოს და უკრაინის გავლით, ჰოლანდიისკენ მიემართებოდა.

საქმის მასალები შემოსავლების სამსახურმა გამოძიებისთვოის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.

იტვირთბა....