ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი არასამთავრობოების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობოების პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ, მისმა დეპუტატებმა და სხვა წევრებმა უკვე მოამზადეს მსგავსი სარჩელი, ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა. ის კოალიცია, რომელიც ამ სარჩელს ამზადებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან შედგება. მაქვს კითხვა – ვისი სარჩელია, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ არასამთავრობოებისა და ბიზნესმენების, ამ რეფორმის წინააღმდეგ,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებოს განცხადებით, კანონი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გამართულ და დამოუკიდებელ მუშაობას და კანონში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათავალისწინების მიუხედავად, კვლავ დარჩა ხარვეზი.

იტვირთბა....