aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

წყნეთის გზატკეცილზე ხშირი ნალექის გამო კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის  ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.  დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

”2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ მერიაში.

იტვირთბა....