ახალი ამბები მთავარი

იანვარ-მაისში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, იმპორტი 8%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 780 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 12 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 3290 მლნ. აშშ დოლარი, რაც 8 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.

იტვირთბა....