aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სკანდალური ისტორია: მანანა კობახიძის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

ჯავახიშვილი ყვება, რომ თედო კობახიძემ მას პარტია “ქართულ ოცნებაში” მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.

სკანდალურ ისტორიას, სკანდალური გაგრძელება უკვე თბილისის საკრებულოში მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ბადრი ჯავახიშვილი თედო კობახიძის კლასელი და მისი დის, მანანა კობახიძის მოსწავლეა, მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს  კობახიძის ანგარიშზე ფულის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა, რომელშიც თანხის გადარიცხვას ახსენებენ.

“საკრებულოში მუშაობა რომ დავიწყე მითხრეს 1000 ლარი მექნებოდა ხელფასი. თედო კობახიძემ მომთხოვა ხელფასიდან 100-200 ლარი პარტიის ანგარშზე გადამერიცხა, ხოლო 400 ლარი თვითონ გამომართვა”. – აცხადებს ჯავახიშვილი.

მისი მტკიცებით, სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც კობახიძემ დაასაქმა ასე იქცეოდნენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯავახიშვილმა თედო კობახიძეს თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

ჯავახიშვილი ყვება, რომ საკრებულოს დატოვების შემდგომ კობახიძეს გადახდილი თანხის დაბრუნება მოსთხოვა უარის მიღების შემდეგ კი ვიცე- სპიკერ მანანა კობახიძეს დაუკავშირდა. კობახიძე ჯერ აღშფოთდა ძმის საქციელით, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჯავახიშვილი მედიასთან ფაქტების გასაჯაროებას აპირებდა, მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ამის შემდეგ ჯავახიშვილის სახლს პოლიცია ჩხრეკს, შემდგომ ის ვაკის პოლიციაში გადაჰყავთ, სადაც პოლიცია მოითხოვს თედო კობახიძეს თავი დაანებოს.

თავად თედო კობახიძე ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, თუმცა იმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუ რატომ შეჰქონდა მის ანგარიშზე ფული საკრებულოს აპარატის თანამშრომელს.

იტვირთბა....