aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მერაბიშვილის გათავისუფლებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს.

“ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის რაიმე არაჩვეულებრივი, ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგში, ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი. ამიტომ, მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა. ხვალ გამოდის გადაწყვეტილება. არ ვიცით, რა თქმა უნდა, წინასწარ, რა იქნება გადაწყვეტილებაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, მისი პოლიტიკური გუნდიდან, რამდენიმე მათგანი ახლა უკვე აღარ არის, წინასწარ პატიმრობაში. ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად, ბატონი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ამაზე ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ იმოქმედებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ გადაწყვეტილებას 14 ივნისს გამოაქვეყნებს.

 

იტვირთბა....