ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუნებრივი აირის მიწოდება დიდი დიღმის ნაწილს შეუწყდება

ხვალ, 14 ივნისს, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, დიდ დიღომში საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება დიდი დიღომის III და IV მ/რ-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და 192-ე საჯაროს სკოლას, ასევე გაზის კომპანია – შპს „დიდი დიღომის“ 6000-მდე აბონენტს.

 

სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.

იტვირთბა....