თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა იწყება.
პროცესის დაწყებამდე დარბაზის შესასვლელთან კონფლიქტი მოხდა: ბრალდებული მაგდა პიპიძის და, ლანა პაპიძე სასამართლო დარბაზში მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედის შეშვებას აპროტესტებდა.
ლანა პაპიძე სასამართლო დარბაზის დაცვას მიმართავდა, თუ რატომ არ უშვებდნენ მას შიგნით და რატომ უშვებდნენ მხოლოდ მაგდას დედამთილს.
ლანა პაპიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას დაახლოებით 2 კვირის წინ მანქანა დაულეწეს. მანქანა მის საცხოვრებელ სახლთან იდგა. შემთხვევა კი ღამის საათებში მოხდა. მისი თქმით, პოლიცია არ გამოიძახა, რადგან პოლიციის მიმართ ნდობა არ აქვს.
როგორც ცნობილია, ლანა პაპიძე და დარეჯან მინდიკაური, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა მოწმის სახით უნდა დაიკითხნონ.
„მეტრონომის“ კორესპონდნეტი სასამართლო დარბაზიდან გვაწვდის ცნობებს.