ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროექტი Chek in Georgia-სთან დაკავშირებით “საია” სასამართლოს სარჩელით მიმართავს

პროექტ Chek in Georgia-სთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დღეს სარჩელით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამ პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებისა და გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროს და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდს მიმართეს, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღეს, მათ შორის ბილეთებთან დაკავშირებითაც.

იტვირთბა....