aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბარაკ ობამა ორლანდოში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორლანდოში მომხდარი თავდასხმიდან ცოტა ხანში ქვეყანას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა. მან თავდასხმას სიძულვილისა და ტერორიზმის აქტი უწოდა სისხლიან თავდასხმას და გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.

„ეს იყო ტერორისტული აქტი და სიძულვილის გამოხატულება. ჩვენ, ამერიკელები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ მწუხარების ჟამს და ჩვენი ხალხის დაცვის პროცესშიც. ამ ადამიანს სიძულვილი ამოძრავებდა,“ – განაცხადა ობამამ.

სამძიმრის განცხადება ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გაავრცელა. მომხდარს Twitter-ით პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ხელისუფლება სისუსტეში დაადანაშაულა.

გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ მწუხარება ჰილარი კლინტონმაც გამოთქვა. ბარაკ ობამას ოფიციალური ტელეგრამის საშუალებით წუხელ რუსეთის პრეზიდენტმაც მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული თავდასხმა ღამით ერთ-ერთ ლგბტ კლუბზე ეროვნებით ავღანელმა, ამერიკის მოქალაქემ, ომარ მატინმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში მომხდარ ტერორისტულ აქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....