aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ორლანდოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა ტერორისტულმა  დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

შესაბამისი ინფორმაცია ISIS კუთვნილმა მედიასააგენტომ „ამაქმა“ გაავრცელა.

“ორლანდოს გეიკლუბში მომხდარი შეიარაღებული თავდახსმა, რომლის შედეგადაც 100-მდე ადამიანი დაიჭრა და გარდაიცვალა, “ისლამური სახელმწიფოს” მეომრების მიერ იყო ორგანიზებული,” – ნათქვამია “ამაქის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ფლორიდის შტატში მომხდარ ტერორისტულ აქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 კი დაშავდა. ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული თავდასხმა ღამით ერთ-ერთ გეი კლუბზე ეროვნებით ავღანელმა, ამერიკის მოქალაქემ ომარ მატინმა განახორციელა. ის პოლიციამ ადგილზე მოკლა.

თავდასხმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ყველაზე სისხლიან ტერაქტად შეფასდა.

იტვირთბა....