ჯანდაცვა

7 დღის შემდეგ ამ დიეტას აღარ დაუბრუნდეთ: მაოს კლინკის დიეტა – 1 კვირაში 6 კგ

ამ დიეტას რეკომენდაციას უწევენ მაოს კლინიკის ექიმები, როცა საჭიროა, წონის სწრაფად დაგდება. ამ დიეტის დროს არ შეიძლება ალკოჰოლი, რადგან ის უშლის ცხიმების მოშორების პროცესს ხელს. ამიტომ ალკოჰოლი სასტიკად აკრძალულია.

დიეტა აუცილებლად უნდა შეწყდეს 24 საათით ადრე მაინც ალკოჰოლის მიღებამდე. ეს დიეტა დაფუძნებულია სუპის მიღებაზე, რომელიც წვავს ცხიმებს. უნდა მივირთვათ ეს სუპი ყველა დღე, იმდენი რამდენიც მოგვინდება და იმ ოდენობით რამდენიც გვინდა.

ამ დიეტის ზუსტი დაცვით შესაძლებელია კვირაში 4.5-8 კილოს დაკლება. ყველაზე მთავარი პირობა დაკლების ამ დიეტაში არის ის რომ ის პროდუქტები, რომელიც რეკომენდირებულია დიეტის დროს მივიღოთ ზუსტად იმ დღეებში, რომელბსაც დიეტა მიგვითითებს.

თუ თქვენ კვირის განმავლობაში დაკარგეთ 7 კილო და მეტი სასრველია დაისვენოთ 2 დღე ან მეტი. დიეტის გაგრძელება დაშვებულია ნებისმიერ დროს, მაგრამ სუპის ჭამა არ შეიძლება დიეტის გარეშე.

ამ დიეტის დაცვა შეიძლება საკმაოდ ხშირად, ოღონდაც თუ შეწყვიტეთ დიეტა უნდა დაიწყოთ ის ხელახლა.

სუპის რეცეპტი, რომელიც წვავს ცხიმებს:

საჭირო პროდუქტები-2 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონის,6 საშუალო ზომის ხახვი, 1 საშუალო თავის კომბოსტო, 1კონა ნიახური, 2 მწვანე ბულგარული და რამდენიმე ცალი პამიდორი.

მომზადების წესი-დაჭერით ბოსტენული საშუალო ზომებად და დაამატეთ წყალი. დაუმატეთ მარილი ან სხვა სანელელები გემოვნებით. 10 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და მერე მოუმატეთ და ადუღეთ მანამ სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

და თუ მუშაობთ შეგიძლიათ თან წაიღოთ ეს “ჯადოსნური” სუპი.

მენიუ მთელ კვირაზე.

1 დღე. – ჭამეთ მარტო სუპი და ხილი ნებისმიერი ბანანის გარდა. ასევე შეიძლება დალიოთ წყალი, ასკილის ჩაი, მწვანე ჩაი და ყავა (უშაქროდ).

2 დღე. – მიირთვით სუპი და ბოსტნეული. ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ ფორმაში. თავი შეიკავეთ სიმიდის, გაროხისგან, ასევე შეიძლება ერთი მოხარშული კარტოფილიც ზეთით.

3 დღე. – მიირთვით სუპი, ბოსტნეული და ხილი. ბოსტენულდან არ უნდა მიირთვათ მხოლოდ კარტოფილი.

4 დღე. – მიირთვით სუპი, ბოსტნეული და ხილი ბანანის ჩათვლით ოღონ არა უმეტესი სამი ცალისა და ასევე ცხიმმოდილი რძე.

5 დღე. – მიირთვით სუპი რამდენიც გინდათ, ასევე 300-500გ. ძროხის ხორცი მოხარშული და რამდენიმე ახალი პამიდორი.

6 დღე. – სუპი, ძროხის ხორცი მოხარშული და ბოსტნეული. ასევე შეგიძლიათ გაათამამოთ თქვენი თავი სალათის ფოთლების სალათით, მწვანილებით. არ მიირთვათ კარტოფილი, სხვა ბოსტნეული ნებადართულია.

7 დღე. – მიირთვით ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული, სუპი და ხილის წვენი შაქრის გარეშე.

 

თუ გაქვთ სურვილი ძროხის ხორცი შეგიძლიათ შეცვალოთ ქათმის კანგაცლილი გულმკერდის ხორცით.

 

7 დღის დიეტის დაცვის შემდეგ არ გირჩევთ დაუბრუნდეთ ძველი კვების რეჟიმს, რადგან ძალიან მალე აკრეფთ დაკლდებულ კილოგრამებს.

იტვირთბა....